სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 65.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 147.6 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 77.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 69.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში 92.9 პროცენტით შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე 93.9 პროცენტით შემცირდა ტვირთბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტები 1431.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს 41.1 პროცენტით აღემატება. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის მეორე კვარტალში 731.8 ათასი მგზავრი მიიღო, რაც გასული წლის შებამის პერიოდთან შედარებით 45.1 პროცენტით მეტია, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 699.8 ათასი მგზავრი, რაც 37.2 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის პერიოდს.
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულ სამგზავრო რეისების რაოდენობას, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 6.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87.0 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 13.0 პროცენტი – გაგზავნილი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 0.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე 54.5 პროცენტით ნაკლებია.