"საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ეშინია, რომ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს.
„აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.