როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიას განუცხადა
როგორც მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
„პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, “ფაიზერის” ვაქცინას საქართველოში ერთი თვის წინ, თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, მაგრამ გაჩნდა მოწოდების პრობლება და მისი მიღება ვერ განხორციელდა.
შეგახსენებთ , რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.