მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის Bloomberg Media Studio-ს კვლევის სედეგების შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Bloomberg Media Studio-ს კვლევა აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში. დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს. ამასთან, კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის თანახმად, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.