დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ ონთან, იმავე ზონაში სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.
ამჯერად მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
განმეორებითი მიწისძვრა თბილისის დროით 14:55 საათზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ , რომ მიწისძვრის პირველი შემთხვევა თბილისის დროით 13:46 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიძლიერემ 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.