სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 865 მილიონი დოლარი შეადგინა.
ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9%-ით მეტია. ამავე მონაცემებით, ექსპორტი 35,7%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (220.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (125.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი)