დღეს, 2024 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მიმდინარე თვეს უკვე 173.4 მლნ დოლარი გაყიდა. 16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 342.1 მლნ დოლარი მიაწოდა.