აპარატურა რომელიც საქართველომ მიიღო კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 76 ერთეული ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი, რომრლიც 150 000 დოლარის ღირებულებისაა და საქართველომ კორეის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.
აღნიშნული სამედიცინო აპარატურა რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, კოვიდ 19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.
მათივე ინფორმაციით, დღეს სამედიცინო აღჭურვილობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.