საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ვაქცინის გაკეთებას ექიმების გარდა 65 და 75 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
"მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა", - თქვა ტიკარაძემ.