საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებიდან ერთი კვირაში მიღებული ეკონომიკური ეფექტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"გაყინული რეზერვები (300 მილიარდი);
გათიშული საგადახდო სისტემები;
ბანკებთან რიგები ფულის გადახურდავებაზე და გატანაზე;
გაყინული ანაბრები;
60% (30+30)-ით გაუფასურებული კურსი;
20% - მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები არსებულ იპოთეკურ სესხებზე;
ასობით მეგა კომპანიის შეჩერებული საქმიანობა;
ასი ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და გაკოტრებული მცირე ბიზნესი;
შეჩერებული სავიზო რეჟიმები;
ევროპაში გასვლის შეზღუდვები;
ჩამოშლი საფონდო ბაზარი;
რუსული მეგა კომპანიების უმეტესობა გადახდისუუნარო მდგომარეობაში;
შეჩერებული საერთაშორისო გადაზიდვები;
მთელ მსოფლიოში ოლიგარქების ქონებაზე გამოცხადებული ნადირობა;
ეს მხოლოდ მყისიერი შედეგებია;
ტექნოლოგიების და სხვა უამრავი შეზღუდვის ეფექტი ჯერ არც კი დაწყებულა;
პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს", - წერს ქადაგიძე.