ჩვენ უარს არ ვამბობთ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა მათ, ვინც უარს ამბობენ, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს წავლენ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან შეთანხმება, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა შეხვედრაზე ნატო-ს გაფართოებაზე და რისუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული საქციების გავლენებზეც ისაუბრა.
„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებით მხოლოდ აგრესიულად იქცევა. ჩვენი შეთავაზებები ევროპაში უსაფრთხოების თანაბარი სისტემის შექმნის შესახებ უკუგდებულია. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივები უარყოფილია. გაფრთხილებები ნატო-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირი ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, უგულებელყოფილია.
შეკვეცილ ვადებში, მარტის პირველი რიცხვებისთანავე, მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტით ამოქმედდა სანქციების საწინააღმდეგო ზომების რამდენიმე პაკეტი. მათი მეშვეობით დასავლური ქვეყნების არამეგობრული, აშკარად მტრული ქმედებების შედეგების მინიმუმამდე დაყვანა შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის და ვიცით, ვხედავთ ამას: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეს უკანონო ზომები სირთულეებს გვიქმნის, აშკარა ფაქტია, თუმცა არა ისეთს, როგორის იმედიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის ინიციატორებს ჰქონდათ. აშკარაა, რომ ისინი ცდილობდნენ არა უბრალოდ რუსეთის ეკონომიკაზე მტკივნეულ დარტყმას, არამედ მათი მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში შუღლის, არეულობის გაღვივება, ხალხის დემორალიზება. თუმცა, ისინი აქაც შეცდნენ: არაფერი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოვა“, – განაცხადა პუტინმა.