რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ – ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.