რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან უკრაინის ომსა, ასევე მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივებს განიხილავს, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე ისაუბრებენ ამიერკავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
სერგეი ლავროვი მევლუთ ჩავუშოღლუს 8 ივნისს, ანკარაში შეხვდება.