მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველმა, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს.
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდა აცნობეს, გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყურძენს ყველა მევენახე საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს.
სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რთველი 2021-ს დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი.
ყურადღება გამახვილდა რთველის პროცესში იმ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც, რომლებიც პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავდა.
რთველის დაწყებამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.