რთველი 2021-ის ფარგლებში, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარს აღწევს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
გადამუშავებული ყურძნიდან 43,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 24 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის დღიური გადამუშავება 8 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის.