
2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.
2025 წლის იანვარში, წლიურად გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა მწვანილი, რომლის ფასი 88.3%-ით გაიზარდა, შემდეგია ბადრიჯანი და ნიორი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს იანვარში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:
მწვანილი - 88.3%
ბადრიჯანი - 74.8%
კომბოსტო - 62.8%
ნიორი - 35.5%
კივი - 35.3%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 27.7%
მწვანე ლობიო - 24.4%
ბრინჯი - 20.2%
პომიდორი - 20%