
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1.333 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 29.9%-იან კლებას აჩვენებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემდეგმა ქვეყნებმა განახორციელეს: გაერთიანებული სამეფო (33.6%), მალტა (13.2%) და ნიდერლანდები (11.4%). ყველაზე მეტი ინვესტირება კი მოხდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებაში.
საწარმოები, სადაც 2024 წელს ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, ასე გამოყურება:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
შპს თბილისი ენერჯი
სს ენერგო - პრო ჯორჯია
შპს ტოიოტა კავკასია
შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
სს ბიჯეო ჯგუფი
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი