ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე პარლამენტში პრემიერის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
2021 წლის 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.
შთამბეჭდავი იყო პრემიერ-მინისტრის მოხსენება, სადაც აღინიშნა მიღწეევები, ნაჩვენები იქნა შედეგები და წარმოდგენილი იქნა გამოწვევები. ნიშანდობლივი იყო პოლიტიკური სპექტრის ოპონირება, რომელიც ქვეყანაში მრავლად დაგროვილი პრობლემების ფონზე, შეეცადა ხელისუფლების მიერ გაცხადებული შედეგების გაუფასურებას. ჯამში, საკანონმდებლო ორგანოში, ქართული პოლიტიკის ნოტა, ქვეყნის განვითარების მსჯელობისგან „შორს იყო“, რადგან:
- ქართული პოლიტიკის ნაყოფია, რომ ქვეყანა განვითარებადი ეკონომიკის სტატუსისაა, და 10 წელი კიდევ ასე იქნება (თუ ქვეყნის და პოლიტიკის რეფორმირება არ განხორციელდა);
- პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის, მოკლევადიან პერიოდში, დაძლევის პასუხი პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს (აქვს მხოლოდ საზოგადოებას);
- საქმიანი წინადადებების ნაცვლად, ეს იყო არა წლიური ანგარიშის განხილვა, არამედ 1 წელიწადში დაგროვილი პრეტენზიების ჩვენება;
- არგუმენტირებულად არავის წარმოუდგენია, ქვეყანაში, როგორ შეიძლება მოხდეს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების დაძლევა;
- პანდემიის მილევადი რეჟიმის პირობებში, არავის აქვს გეგმა ქვეყანა, როგორ დაუბრუნდეს ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას. ამასთან, კრიზისის გაკვეთილებიდან კი ცვლილებები უნდა გვესწავლა, და არა მხოლოდ ოპონირება;
- პოლიტიკურ ჯგუფებს წონას არ მატებდა მხოლოდ მძაფრი კითხვები. კითხვებთან ერთად უნდა წარმოედგინათ კონკრეტული დარგის განვითარების გზები, პროგრამული მიდგომები;
- ნაჩვენები არ იქნა ფასების შემცირების გზები. ფასების ზრდა არასწორი მართვის ბრალია. ინფლაცია ასოცირდება არამხოლოდ მოსახლეობის ხარჯების ზრდასთან, არამედ ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების გაძვირებასთან. აღნიშნულზე რომ, პასუხისმგებლობას პოლიტიკა იღებდეს, სხვა პოლიტიკური გარემო გვექნებოდა;
- ეკონომიკაში, აკადემიურად უნდა შეფასდეს, არამხოლოდ შეზღუდვების ფორმები, არამედ შეზღუდვების პოლიტიკის ფორმები;
ფაქტოლოგია ცხადყოფს, რომ განვითარებული ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოში, ნეპოტიზმის პროცესი ბიზნეს სექტორში ინაცვლებს. სახელმწიფო სექტორში კი მეტ პარტნიორობას და ინსტიტუციურ განვითარებას აქვს ადგილი. შედეგად, პოლიტიკაც თავისუფლდება სუსტი პოლიტიკოსებისა და „პატრონაჟის“ მქონე სუბიექტებისაგან.
არსებითია ითქვას, რომ როდესაც ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ნაჩვენები იქნას 1 წელიწადში მისაღწევი შედეგები, ასევე, 3-5 წელიწადში დაგეგმილი პროცესები და შედეგები და 10 წელიწადში დასახული ქვეყნის განვითარების ვექტორები. ამასთან:
- 10 წელიწადში დასახული უნდა იქნას არა ხორცის წარმოების გაორმაგება (108%-ით ზრდა), არამედ ნაჩვენები უნდა იქნას სტრატეგიული მიზნები. მაგალითად, ადგილობრივი წარმოებით (ხორცი, ხორცპროდუქტები, მარცვლეული და ა.შ.) ადგილობრივი მოთხოვნის სრულად (100%-ით) დაკმაყოფილება და ჭარბი წარმოების ექსპორტზე გატანა. რაც არგუმენტირებული უნდა იქნას, კონკრეტული ღონისძიებებით: დაკრედიტების ზრდით, ან სახელმწიფო კონტრაქტებით ან სხვა ღონისძიებების გატარებით, რაც ჯამში წარმოებას გაზრდის:
- ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინება, არამედ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში წარმოჩენა;
- აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს შემოსავლის წყაროების შექმნაზე, ბიუჯეტის უკეთ გახარჯვაზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად;
- რეფორმა არ უნდა იქნას ნახსენები, როგორც რაღაც აბსტრაქტული, წარმოსახვითი პროცესი. როდესაც მისი სრულფასოვანი სახე და განხორციელების პროცესი არ სახელდება. რეფორმის არსი უფასურდება;
- სტრატეგიული გეგმა უნდა მოიცავდეს ამბიციურ, მეგა ინფრასტრუქტურულ პროექტებს (ერთს მაინც);
- ქვეყნები კოსმოსს ითვისებენ, ჩვენ კი რეგიონული ბაზრები ვერ აგვითვისებია.
და ბოლოს, აღარ დავუშვათ ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს.